*

Categories: კატეგორიის გარეშე

ეს ის ჟამია, როცა ჰოროსკოპი გატყუებს! გიამბობს რომ ხვალ თავგადასავლის ძიების დროა და მწვანე შუქს გაძლევს ახალი ადამიანების გასაცნობად.

ეს ის ჟამია, როცა შენი ოთახის კუთხეებში დაგროვილ აბლაბუდებს არ მოხსნი და ობობის შრომას დაინდობ. იმიტომ, რომ სტუმრები არ გეყოლება.

ეს ის ჟამია, როცა ყველა დავიწყებულ მეგობარს გაიხსენებ. ხოლო თუ არ გაიხსენებ, ესეიგი მათ მეგობრობაში ეჭვის შეტანა ღირს.

ეს ის ჟამია, როცა ჟანა დარკის ისტორია მნიშვნელობასაა მოკლებული. თუკი ჟანა სადმე ჯადოქრობს, ალბათ ისევ საკუთარ სახლში და ამისთვის მას ვერ დავწვავთ.

ეს ის ჟამია, როცა ჯინი ლამპრიდან არ ამოვა, რამდენიც არ უნდა უქლაცუნო მას. ჯინი ამჯერად ნებაყოფლობით თვითშემოფარგვლაშია და ჩვენი სურვილებისთვის არ სცალია.

ეს ის ჟამია, როცა ყოველი მოქმედების დროულად დასრულება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. არ დამთავრებული მოქმედებები ახლა გვჟანგავენ ყველაზე მეტად და ამიტომ აქვე ვსვამ.