**

Categories: კატეგორიის გარეშე

     სირინოზების შიშს მეც განვიცდი. აქამდე ყოველთვის მეგონა რომ მათი მომაჯადოებელი სიმღერა, ფესვებიანად ამომგლეჯდა და უწონადობაში გადამაგდებდა. თუმცა დუმილი, როგორც აღმოჩნდა, კიდევ უფრო სახიფათოა.

თუკი მათი სიმღერა, იმდენად ზღაპრული როგორც ჰომეროსმა აღწერა, სადმე მომესმა, იქ დამთავრდება ჩემი არსებობა. ფესვებიანად ამომგლეჯს, თუ პირიქით ცაში მფრინავს ჩამაბეტონებს მიწაში სულერთია, მთავარია რომ ჩემი არსი შეიცვლება ძირ-ფრთებიანად.

დუმილის მთელი საშიშროება კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი მოიცავს როგორც სიმღერის მოლოდინს და შესაძლებლობას, ასევე არ სიმღერას. ეს გაურკვევლობა, არ ცოდნა თუ რას მოიტანს სირინოზებთან შეხვედრა, შემზარავია.

იხ. იოზეფ კ.