ხარჩო

Categories: კატეგორიის გარეშე

–     სერ, დღეს რამდენი ჩარჩო გჭირდებათ?

– არ ვიცი, ალბათ ერთიც საკმარისია. დღეს ბევრს ვერ დავხატავ, ჩემი ცოლი ბრუნდება მივლინებიდან და ალბათ მასთან გავატარებ დროის დიდ ნაწილს.

– ზომას რომელს აიღებთ, სტანდარტულად A3 გნებავთ თუ რამე სხვას აირჩევთ?

– იცით რა, მემგონი ზუსტად ოთხასი მილილიტრი საღებავი დამრჩა და A3-ს მაინც არ ეყოფა, ამჯერად A4 იყოს.

– კი ბატონო, კუთხეები პრიალა გნებავთ თუ უხეში?

– უხეში იყოს, დღევანდელი ჩემი განწყობა უფრო უხეშ კუთხეებს შეესაბამება, ირიბი და შემოვლითი გზების ხასიათზე არ ვარ.

– მშვენიერი არჩევანია სერ, ნაღდით გადაიხდით თუ ბარათით?

– ნაღდით, მინდა ზუსტად ვხედავდე რამდენს ვიხდი და სანაცვლოდ რამდენს მიბრუნებთ.