ინდოეთმა გარდაცვლილთა ქონისგან დეფიციტური საპნის წარმოება დაიწყო

Categories: კატეგორიის გარეშე

14 აპრილი, მუმბაი.

ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც 3 მაისამდე გარდაცვლილთა ნეშტების დამარხვა ან კრემაცია იკრძალება. მისი თქმით, ქვეყანაში წარმოქმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, ჰიგიენის ნორმების სრულყოფილად დასაცავად, ისინი იძულებულნი არიან რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდნენ.

ამიერიდან, ყველა გარდაცვლილის ნეშტი, უახლოეს საპნის მწარმოებელ ქარხანაში გადაიგზავნება და შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მათი საპნად ჩამოსხმა მოხდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მათთვის არ არის მარტივი ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ყოველმა ინდოელმა უნდა გაიგოს რომ გარდაცვლილთა ნეშტების საპნად გამოყენება, ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელი, ერთ-ერთი ნაბიჯია. მისივე ანგარიშით, თითოეული გარდაცვლილის ნეშტიდან, დაახლოებით 42 ნაჭერი საპონი დამზადდება და სახელმწიფო ამ პროექტის სრულ სუბსიდირებას განახორციელებს.

“ამ პროექტის სრულ დაფინანსებას ინდოეთის სახელმწიფო თავის თავზე აიღებს, ჩვენ თითოეული ნეშტის ტრანსპორტირების, განწმენდის და შემდეგ საპნად ჩამოსხმის ხარჯს გავიღებთ. საპონი მაღაზიებში 20 აპრილიდან შემოვა და მათი ფასი სიმბოლური 5 რუპი* იქნება” – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ მინისტრის ამ გადაწყვეტილებას ინდოეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთ ქალაქში პროტესტის ნიშნად მოსახლეობა გარეთ გამოვიდა და კომენდანტის საათი დაარღვია, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პოლიციელები დემონსტრანტებს ხის ჯოხებით გაუსწორდნენ და მალევე ჩაახშეს საპროტესტო ტალღა.

ამ მოვლენების ფონზე, ცნობილმა თანამედროვე ინდოელმა არტისტმა, ჯაბილ ანვარნპურმა პერფორმანსი დადგა. მან მუმბაის ერთ-ერთი ცათამბრჯენიდან, გიგანტური, წითელი ფერის საპნის ბუშტი გაუშვა, რომელიც საბოლოოდ ერთ-ერთ მთავარ მოედანზე დაეშვა და გასკდა. ანვარნპური მოგვიანებით სამართალდამცავებმა დააკავეს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, 5000 რუპით დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინდოეთში ოფიციალური მონაცემებით 10 000-მდე გარდაცვლილია, თუმცა დამოუკიდებელ მედია საშუალებათა ცნობით ეს რიცხვი შეიძლება 300 000-ს აჭარბებდეს.

ასევე შეგახსენეთ, რომ ინდოეთის შტატების უმრავლესობაში რელიგიური შეხედულებების გამო, ძროხის დაკვლა და მისი ხორცის გამოყენება დღემდე აკრძალულია.

* 5 რუპი დაახლოებით 41 თეთრია.

სტატია ყოვლად აღიარებულ სინამდვილეს არ შეესაბამება.