22:10

Categories: კატეგორიის გარეშე

– მშია…

– მეც მშია… წავალ, რამეს მოვიტან სახლიდან.

– აუ სიგარეტსაც თუ იშოვიდი სადმე…

– ეხლა?!

ადგა, ძირს დაფენილი თავისი მოსასხამი მოიცვა და ჩუმად, თითქმის ფეხის წვერებზე გაიარა მწოლიარე ხალხს შორის, რომ არ გაეღვიძებინა და სიბნელეში დაიკარგა.

გაზაფხულია, მაგრამ ღამე მაინც ცივა, თან ამ უსწორმასწორო რელიეფზე წოლაც მოუხერხებელია…

თან ეს კიბეეები…

ვიღაც მღერის, ვიღაც ხმამაღლა ლაპარაკობს, იქით შეშა იწვის ( ტკაცა-ტკუცი მესმის)

სიბნელეში ვიყურები, მას ვეძებ…

ძრავების ჩართვის ხმაა…

ნეტა რა ხდება?!

მე მოვკვდი…

საქართველო დაიბადა…

თბილისი 09.04.1989