i1

Categories: კატეგორიის გარეშე

ზაფხულის ქალაქი აივნებით ცოცხლობს, მაშინაც კი როდესაც აივნები ცარიელია. აივანი მზის შემოტევის პირველი დაცვის ხაზია და ამაყად ამცნობს მეტოქეს, რომ სიცოცხლის ამობუგვა ასე მარტივად არ გამოვა.  აივანი ადგილია საიდანაც სხვა აივნები მოჩანს, ზოგი ცარიელი და ზოგიც დასახლებული. დასახლებული აივნების მცირე ფართი, ტანსაცმლის საშრობი რკინის კონსტრუქციებით არის დაკავებული და მათ შორიახლოს, ყოველდღიურ რეჟიმში დიასახლისები ფუსფუსებენ. ეს […]

კორონავირუსი – ახალი მანიფესტი კაცობრიობას, თუ კიდევ ერთი მოკლე ჩართვა?

Categories: კატეგორიის გარეშე

News guy wept and told us, Earth was really dying Cried so much his face was wet, Then I knew he was not lying D. Bowie 21-ე საუკუნეში პირველი გარდატეხის ასაკი რამდენიმე წლით დაგვიგვიანდა, მან 20 წელს მიტანებულს მოგვიწია. სამაგიეროდ მასში ჰორმონებიც უფრო მოჭარბებულად დაგროვდა და ერთიანადაც იფეთქა. ინდივიდუალურ დონეზე ბევრმა ისეთმა პრობლემამ იჩინა თავი, […]

22:10

Categories: კატეგორიის გარეშე

– მშია… – მეც მშია… წავალ, რამეს მოვიტან სახლიდან. – აუ სიგარეტსაც თუ იშოვიდი სადმე… – ეხლა?! ადგა, ძირს დაფენილი თავისი მოსასხამი მოიცვა და ჩუმად, თითქმის ფეხის წვერებზე გაიარა მწოლიარე ხალხს შორის, რომ არ გაეღვიძებინა და სიბნელეში დაიკარგა. გაზაფხულია, მაგრამ ღამე მაინც ცივა, თან ამ უსწორმასწორო რელიეფზე წოლაც მოუხერხებელია… თან ეს კიბეეები… ვიღაც მღერის, ვიღაც […]

ინდოეთმა გარდაცვლილთა ქონისგან დეფიციტური საპნის წარმოება დაიწყო

Categories: კატეგორიის გარეშე

14 აპრილი, მუმბაი. ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც 3 მაისამდე გარდაცვლილთა ნეშტების დამარხვა ან კრემაცია იკრძალება. მისი თქმით, ქვეყანაში წარმოქმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, ჰიგიენის ნორმების სრულყოფილად დასაცავად, ისინი იძულებულნი არიან რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდნენ. ამიერიდან, ყველა გარდაცვლილის ნეშტი, უახლოეს საპნის მწარმოებელ ქარხანაში გადაიგზავნება და შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მათი საპნად ჩამოსხმა მოხდება. მთავრობის […]

ხარჩო

Categories: კატეგორიის გარეშე

–     სერ, დღეს რამდენი ჩარჩო გჭირდებათ? – არ ვიცი, ალბათ ერთიც საკმარისია. დღეს ბევრს ვერ დავხატავ, ჩემი ცოლი ბრუნდება მივლინებიდან და ალბათ მასთან გავატარებ დროის დიდ ნაწილს. – ზომას რომელს აიღებთ, სტანდარტულად A3 გნებავთ თუ რამე სხვას აირჩევთ? – იცით რა, მემგონი ზუსტად ოთხასი მილილიტრი საღებავი დამრჩა და A3-ს მაინც არ ეყოფა, ამჯერად A4 იყოს. […]

ციფრული ჩრდილი

Categories: კატეგორიის გარეშე

ჩვენ ვტოვებთ ციფრულ ჩრდილს ყველგან. ადამინიანი პეტაბაიტობით დატას და მეტა-დატას აგენერირებს დღიურად. ჩვენი ყოველი “კლიკი”, ყოველი მაუსის გამოძრავება, ყოველი ღილაკზე დაჭერა, ეხმარება “დიდ ძმას” რომ უკეთ შეგვიცნოს (იმაზე უკეთ ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს) ვინ ვართ ჩვენ კითხვაზე პასუხი ჩვენმა “დიდმა ძმამ” უფრო იცის ვიდრე ჩვენ თვითონ ვაანალიზებთ.

cupid

Categories: კატეგორიის გარეშე

დავდივარ და ვიტრინებში ჩემი ანარეკლის გარდა, სხვა ვერაფერს ვხედავ. თვალებს ვჭუტავ და მაინც ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ შიგადაშიგ თუ გაიელვებს რამე მბზინავი, იქით, შუშის მეორე მხარეს. მე რასაც ვეძებ, არ ბზინავს.  ბავშვობის სანუკვარი სათამაშოს ვერ მიღება და მისით ვერ დატკბობა, ერთი შეხედვით არც ისე მნიშვნელოვანია. მე ათასობით თამაში მითამაშია და ისინი აღარც კი მახსოვს. კაცუნები და […]

სოფლის კაცი

Categories: კატეგორიის გარეშე

კაცი რომელიც დადის დახეული ტანსაცმლით, კაცმა რომელმაც არ მოიკლო შრომა, კაცს რომელსაც ემატება ხელსაწყოები, კაცის რომლის მონატრებულ ხმების, კაცით რომლითაც ყველას შეუძლია იხეიროს, კაცად რომლადაც იგი ნელ-ნელა იქცევა, კაცო რომელმან ისწავლე მთვარის მილიმეტრებში ცნობა.

**

Categories: კატეგორიის გარეშე

     სირინოზების შიშს მეც განვიცდი. აქამდე ყოველთვის მეგონა რომ მათი მომაჯადოებელი სიმღერა, ფესვებიანად ამომგლეჯდა და უწონადობაში გადამაგდებდა. თუმცა დუმილი, როგორც აღმოჩნდა, კიდევ უფრო სახიფათოა. თუკი მათი სიმღერა, იმდენად ზღაპრული როგორც ჰომეროსმა აღწერა, სადმე მომესმა, იქ დამთავრდება ჩემი არსებობა. ფესვებიანად ამომგლეჯს, თუ პირიქით ცაში მფრინავს ჩამაბეტონებს მიწაში სულერთია, მთავარია რომ ჩემი არსი შეიცვლება ძირ-ფრთებიანად. დუმილის მთელი […]

*

Categories: კატეგორიის გარეშე

ეს ის ჟამია, როცა ჰოროსკოპი გატყუებს! გიამბობს რომ ხვალ თავგადასავლის ძიების დროა და მწვანე შუქს გაძლევს ახალი ადამიანების გასაცნობად. ეს ის ჟამია, როცა შენი ოთახის კუთხეებში დაგროვილ აბლაბუდებს არ მოხსნი და ობობის შრომას დაინდობ. იმიტომ, რომ სტუმრები არ გეყოლება. ეს ის ჟამია, როცა ყველა დავიწყებულ მეგობარს გაიხსენებ. ხოლო თუ არ გაიხსენებ, ესეიგი მათ მეგობრობაში ეჭვის […]